logo
ENG



იმედის მფლობელის აზრით, კონსტიტუციაში ევროინტეგრაციაზე ჩანაწერი "სისულელეა"

14 ივლ 202422:51
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/14/bpbsq0h5ws9mbqi.jpg

იმედის მფლობელის აზრით, კონსტიტუციაში ევროინტეგრაციაზე ჩანაწერი "სისულელეა". ამის შესახებ ირაკლი რუხაძემ იმედის კვირაში ისაუბრა. ინტერვიუ 11 ივლისით არის დათარიღებული. 

რუხაძე ამბობს, რომ კვლევებში გამოკითხულთა მხოლოდ 2–3% ფიქრობს, რომ ევროკავშირში შესვლა ძალიან მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, ოპოზიცია დასავლეთის მხარდაჭერის ამ საკითხს "აფეტიშებს". 

"მინდა შესვლას" - ბევრი ამბობს, მაგრამ "მნიშვნელოვანიას" ამბობს ბევრად უფრო პატარა ნაწილი. ჩვენ ახლა ავიღეთ და რაღაცნაირად გავაფეტიჩეთ,  გავაფეტიშებთ ყოველშემთხვევაში. ოპოზიცია ამას აკეთებს უკვე ღიად დასავლეთის მხარდაჭერით.

მთელი ქვეყნის ყურადღება ამაზეა გადატანილი. თან ეს ხდება იმ პირობებში, რომ ეს არის აყვანილი საკლარულ დონეზე, დოგმატურ დონეზე. იმიტომ უნდა გავაკეთოთ ეს, რომ წერია კონსტიტუციაში, ჯერ რატომ წერია იმ კონსტიტუციაში, ეს საერთოდ სისულელეა, მე თუ მკითხავთ, არ უნდა ჩაგვეწერა, რა უნდა ასეთ რაღაცებს კონსტიტუციაში, რომელიც მუდმივი დოკუმენტია.

[...] როცა ევროკავშირზე ვსაუბრობთ, არ ხდება არანაირი გარჩევა, სხვა საკითხებზე საერთოდ არ ვლაპარაკობთ, თითქოს ყველაფერი მეათეხარისხოვანია ამ ერთი საკითხის გარდა, ქვეყნის მომავლისთვის. ამ არჩევნებზე შევდივართ ისე, [...] თითქოს უპირობო შესვლაა, ნებისმიერ ფასად, არ ხდება გარჩევა რა მინუსებს და რა პლუსებს მოგვიტანს ევროკავშირი", – ამბობს იმედის მფლობელი. 


close დახურვა